
საფრანგეთის სენატმა სწრაფი მოდის სარეგულაციო კანონს მხარი დაუჭირა
საფრანგეთის სენატმა მხარი დაუჭირა განახლებულ კანონპროექტს, რომელიც სწრაფ მოდას არეგულირებს. კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ქვეყანაში აიკრძალება სწრაფად მზარდი ჩინური ელკომერციის ბრენდების, მაგალითად, Shein-ისა და Temu-ს რეკლამირება. ზედა პალატის სენატორებმა ქვედა პალატის მიერ გასულ წელს წარდგენილ დოკუმენტს მხარი თითქმის ერთსულოვნად დაუჭირეს. კანონპროექტის მიზანია ტექსტილის ინდუსტრიის გარემოზე მავნე ზემოქმედება შეამციროს. საქმე ისაა, რომ ექსპერტების შეფასებით, სწრაფი მოდის ქსელების