
საფრანგეთი უკრაინაში სამხედრო დრონების წარმოებას იწყებს
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ფრანგული ავტომწარმოებელი და თავდაცვის კომპანია უკრაინაში დრონების საწარმოებს ააშენებს – მინისტრის განცხადებით, ეს ორივე ქვეყნისთვის მოგებიანი გარიგება იქნება. “სრულიად უპრეცედენტო პარტნიორობას ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც ფრანგული ავტომწარმოებელი კომპანია (სახელს არ დავასახელებ), თავდაცვის კომპანია SME-სთან თანამშრომლობით, უკრაინაში დრონების საწარმოს გახსნის”, – განაცხადა ლეკორნუმ. ომის დაწყების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა საფრანგეთი