
გენპროკურორის მოადგილე გიორგი ბადაშვილმა თანამდებობა დატოვა
გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი ბადაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გუშინ გავრცელდა, თუმცა უწყებას ოფიციალურად არ დაუდასტურებია. დღეს კი, ინფორმაცია ოფიციალურ გვერდზე განაახლეს და ბადაშვილი მოადგილეებს შორის აღარ იძებნება. გუშინვე გახდა ცნობილი, რომ გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი მთავარ აუდიტორად გადავიდა და გენერალური პროკურორის მოადგილედ გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, რომელიც გენერალური პროკურორის მოვალეობას შეასრულებს. გვარაკიძე