
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად არის წარმოდგენილი კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების, მომხმარებლის უფლებების დაცვის და ანტიდემპინგური ღონისძიებების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები და მიღებული შედეგები. „მსოფლიოში მიმდინარე დაპირისპირებების ფონზე საქართველომ შეძლო მშვიდობის, ბიზნესის განვითარებისთვის, ინვესტირებისთვის ხელსაყრელი და მიმზიდველი გარემოს შენარჩუნება, მსხვილი ინფრასტრუქტურული/საინვესტიციო პროექტების შეუფერხებლად გაგრძელება და ახლის დაანონსება, ექსპორტის და ტურისტული