
“შესაძლებელია, ირანის პორტებიდან ტვირთები ჩვენკენ გადმომისამართდეს” – დობორჯგინიძე ისრაელ-ირანის ომის გავლენებზე ისრაელისა და ირანის საომარი კონფლიქტის გავლენას ქართულ ლოგისტიკურ სექტორსა და შუა დერეფანზე BMG-სთან “საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის” თავმჯდომარე გიორგი დობორჯგინიძე აფასებს და აღნიშნავს, რომ ომს შესაძლოა, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები მოჰყვეს. “ეს კონფლიქტი რეგიონში არასტაბილურობას ქმნის, შესაბამისად, ალბათ მოხდება რისკების გათვალისწინება გადამზიდავების და ტვირთმფლობელების