
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს მონიტორინგზე პასუხისმგებელი მომხსენებლები, ედიტ ესტრელა და საბინა ჩუდიჩი ქვეყანაში განსხვავებული აზრის ჩახშობის გამო შეშფოთებას გამოხატავენ. გავრცელებული განცხადებით, თანამომხსენებლებმა დაგმეს ჟურნალისტებისა და აქტივისტების სასამართლოში დაბარება, სოციალურ ქსელებში მმართველი პარტიის წევრების სავარაუდო „შეურაცხყოფის“ გამო, ისევე როგორც დაუსაბუთებელი და არაპროპორციული სამართლებრივი ზომების, მათ შორის დაკავებების გამოყენება ოპოზიციის იმ წევრების მიმართ, რომლებიც უარს