
საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს. საქმე ის არის, რომ გვიან ღამით, ისრაელმა იერიში მიიტანა ირანის ბირთვულ და ობიექტებზე. საპასუხოდ, BBC-ის ცნობით, ირანმა დაახლოებით 100 დრონი გაუშვა. საქართველოს საელჩოს რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ არსებული სიტუაცია რთულია და შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. ამიტომაც წარმომადგენლობა საქართველოს მოქალაქეებს შეახსენებს იმ აუცილებელი ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც აუცილებელია/რეკომენდებულია სიტუაციის გამწვავების