
“ჩუმი გადადგომები, თანამდებობებიდან წასვლები უფრო და უფრო გახშირდება” – კორნელი კაკაჩია
„რაც უფრო უჭერს მარწუხებს საზოგადოებას „ქართული ოცნება“, მით უფრო არაპოპულარული ხდება ის მის წევრებს შორისაც“, – ასე ეხმიანება პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკურ თანამდებობებზე ბოლო დროს გახშირებულ ცვლილებებს. როგორც ცნობილია, საკადრო ცვლილებები განხორციელდა სახელმწიფო ენერგოკომპანიებში. სამთავრობო სტრუქტურებსა და სახელმწიფოს დაქვემდებარებულ კომპანიებში საკადრო ცვლილებები დღესაც გაგრძელდა. თანამდებობა დატოვა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური