
საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის კოკა თოფურიას შეფასებით, გრძელვადიან პერსპექტივაში EQAR-ის წევრობის შეწყვეტა საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტისთვის პრობლემა გახდება. როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში განმარტა, თუკი უცხოელი სტუდენტებს დიპლომის აღიარებისთვის საჭირო პროცედურები გაურთულდებათ, მათთვის სასწავლებლად ქვეყანაში შემოსვლა პრიორიტეტული აღარ იქნება. ხოლო იმ შემთხვევაში თუკი მათი წილი შემცირდება, ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს ქართველ სტუდენტებსაც, რომლებიც დღეს განათლებას თვითღირებულებაზე დაბალ ფასად