საქართველოს IT ასოციაციის თავმჯდომარის თორნიკე თოხაძის შეფასებით, ინფორმაცია/კომუნიკაციების სექტორის FDI-ში უშუალოდ IT კომპანიების წილი ძალიან ცოტაა. საქმე ის არის, რომ საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში ინფორმაცია/კომუნიკაციების სექტორში FDI წლიურად 2,8-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, თუ 2024 წლის პირველ კვარტალში სექტორში 18,1 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, 2025 წლის პირველ სამ თვეში ეს მაჩვენებელი $52,3 მილიონამდე გაიზარდა.

Read More