საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ევროკავშირის მიერ ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებაზე ერთსულოვნების მისაღწევად ძალისხმევა გაგრძელდება. მან საკითხზე ევროპის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ სანქციებს ყველა წევრი ქვეყნისგან ერთსულოვნება სჭირდება, რისი მიღწევაც აქამდე ვერ მოხერხდა. “ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა არაერთხელ გაიმეორეს, რომ ჩვენ ვერ მივიღებთ ძალადობას, ვერანაირი ფორმით. რასაც თბილისის და სხვა ქალაქების

Read More

დიპლომატიური პასპორტების მფლობელებმა ვიზაზე განაცხადი უნდა შეიტანონ – ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებმა ევროკავშირში მოგზაურობისთვის ვიზაზე განაცხადი უნდა შეიტანონ. როგორც მან ჟურნალისტებს ესტონეთის გადაწყვეტილების შესახებ განუცხადა, ცალკეული წევრი ქვეყნები იმ საერთო გადაწყვეტილებას ახორციელებენ, რაც საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ ევროკავშირმა მიიღო. საქმე ისაა, რომ 8 მაისს, ესტონეთმა ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა.

Read More
თუ ტრაექტორია არ შეიცვლება, საქართველო დაკარგავს შესაძლებლობას, EU-ის მომდევნო გაფართოების ნაწი

თუ ტრაექტორია არ შეიცვლება, საქართველო დაკარგავს შესაძლებლობას, EU-ის მომდევნო გაფართოების ნაწი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ თუ არსებული ტრაექტორია არ შეიცვლება, სავარაუდოდ, საქართველო ხელიდან გაუშვებს შესაძლებლობას, EU-ის მომდევნო გაფართოების ნაწილი გახდეს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს, ევროპის დღის ღონისძიებაზე განუცხადა. ელჩმა თქვა, რომ საქართველო ევროკავშირს შორდება, რაც მთავრობის ნაბიჯების შედეგია. “ჩემმა ზემდგომებმა ევროკავშირის ინსტიტუტებიდან, ევროპული კომისიის პრეზიდენტმა, ნათლად და ხმამაღლა განაცხადეს და დარწმუნებული ვარ, გაიზიარებს

Read More