
საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა პოსტი დატოვა
“საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა, დმიტრი ტროფიმოვმა თანამდებობა დატოვა”,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ტროფიმოვმა თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:„ქართველების ქვეყანაში ჩემი მოგზაურობა დასრულა“, – დაწერა მან. როგორც ცნობილია, ჯერ უცნობია მისი შემცვლელის ვინაობა. სააგენტო წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადეს, რომ