
რა ვიცით მიხაილ სოცკიზე, რომელიც ჭიათურაში „წარმოების აღდგენას და რეორგანიზაციას“ უხელმძღვანელებს? „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ გადაწყვეტილებით, ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენას და რეორგანიზაციას „მაღალკვალიფიციური მენეჯერი“ მიხაილ სოცკი უხელმძღვანელებს. რუსეთის მოქალაქე მიხეილ სოცკი, რომელსაც CMC ახასიათებს „მაღალკვალიფიციურ მენეჯერად“, რომელიც „წლების განმავლობაში ურთულეს სამთო ტექნოლოგიურ პროექტებს მართავდა“, სამეწარმეო რეესტრის თანახმად, ჯერ კიდევ ტყიბულში სამთო-მომპოვებელი საწარმო „საქნახშირის“ გენერალური დირექტორია. რუსეთის