
“მაროკოს ტური, სავარაუდოდ, ერთ თვეში დაგვემატება” – Horsetours.ge გაფართოებას განაგრძობს
ქართული საცხენოსნო ტურების ონლაინპლატფორმა Horsetours.ge საერთაშორისო გაფართოებას განაგრძობს და სავარაუდოდ, უახლოეს ერთ თვეში მაროკოს ბაზარზეც შევა. ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა, ანა ნადირაძემ, BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა. როგორც ნადირაძემ აღნიშნა, გასული წელი ძირითადად ქართულ ბაზარზე განვითარებას დაეთმო, თუმცა ზამთრის სეზონის განმავლობაში, მაშინ როდესაც დაბალი ტურისტული სეზონია, კომპანია აქტიურად მუშაობდა ახალ საერთაშორისო შესაძლებლობებზე. „თავდაპირველად მხოლოდ ჩვენი