
ჩინეთში საწარმოო აქტივობა შემცირდა
ჩინეთის მასშტაბით საწარმოო აქტივობის ინდექსი შემცირდა, რაც ინვესტორებისთვის მოულოდნელი სიახლე იყო. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, წარმოების ინდექსი (PMI) ივლისში 49.4-მდე შემცირდა, რაც პანდემიური პერიოდის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ნიშნულია. PMI ინდექსი აქტიურად გამოიყენება ჩინეთის ეკონომიკური აქტივობის შესაფასებლად, როდესაც მაჩვენებელი 50-ს აჭარბებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, 50-ზე დაბალი მაჩვენებელი კი ეკონომიკური აქტივობის შემცირებაზე მიუთითებს.