
BOG-ის დაფინანსებით, Bene Group-ი გარდაბანში სასაწყობე კომპლექსს ააშენებს – პროექტის ღირებულება $5.5 მლნ-ია
საქართველოს ბანკსა და „Bene Group”-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც BOG-ის $5.5 მილიონიანი დაფინანსებით, ლოგისტიკური კომპანია გარდაბანში, სოფელ გამარჯვებაში, 13 000 კვ.მ. ფართობის სასაწყობე კომპლექსს ააშენებს. როგორც “ბენე ჯგუფის” დამფუძნებელი, გიორგი გოგლიძე BMG-სთან აღნიშნავს, კომპანიის მიზანი ბაზარზე არსებული დეფიციტის შევსებაა. “საქართველოს ბანკს განვითარების გეგმა წლის დასაწყისში წარვუდგინეთ. მემორანდუმი ამ გეგმის გაგრძელება და დადასტურებაა, რაც