
“საერთაშორისო გამჭირვალობა” საჯარო სამსახურში „ქართული ოცნების” რეპრესიების შესახებ კვლევას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია რომ პოლიტიკური ნიშნით 700-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს ათობით საჯარო სტრუქტურიდან. “საერთაშორისო გამჭირვალობა” წერს, რომ ყველაზე მეტი თანამშრომელი გათავისუფლდა შემდეგი სტრუქტურებიდან: თავდაცვის სამინისტრო; თბილისის მერია და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ები; იუსტიციის სახლი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; პრობაციის ეროვნული სააგენტო; ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო); სიღნაღის, ლაგოდეხისა