
საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია – პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი საჯარო მეტყველების კონკურსის გენერალური სპონსორია. ახლახან საჯარო მეტყველების კონკურსის ფინალური ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 11-მა ახალგაზრდამ მიიღო. მათ მოამზადეს 5 წუთიანი სიტყვით გამოსვლა თემაზე „Unity, to be real, must stand the severest