
“ეს გაუმართლებელი წნეხია სამოქალაქო საზოგადოებაზე” – ჰერჩინსკი ე.წ. რუსული კანონების აღსრულებაზ
ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის ბენეფიციართა პერსონალური მონაცემების გამჟღავნების მოთხოვნა “გაუმართლებელი წნეხია” NGO-ებზე და ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირის გზაზე. საქმე ისაა, რომ მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა, რომ, გრანტების და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის საფუძველზე, ანტიკორუფციული ბიურო, სასამართლოს გზით, არასამთავრობო ორგანიზაციებს ბენეფიციარების ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. ორგანიზაციებისგან მოთხოვნილია ყველა იმ ადამიანის პირადი