
“გეგმავს, გააჟღეროს პრეზიდენტ ტრამპის მთავარი პრიორიტეტები…” – სენატორი დეინსი საქართველოშია
სენატორი სტივ დეინსი საქართველოში იმყოფება. როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩო წერს, ის მოუთმენლად ელის მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას. დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, ის გეგმავს, გააჟღეროს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას, იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ. “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში