
დღეიდან, „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ ცვლილებები შედის ძალაში, რომელიც ვალდებულების ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში გადატანის ხარჯს შეამცირებს. კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, ფიზიკური პირებისა და ორ მილიონ ლარამდე მოცულობის ჯამური ვალდებულებების მქონე იურიდიული პირებისთვის სესხის/კრედიტის სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან სრული ან ნაწილობრივი რეფინანსირების შემთხვევაში წინსწრების საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა 2%-იდან 0.5%-მდე შემცირდა. სებ-ის თანახმად