
“ბორჯომში ძირითადი აქცენტი კურორტის იდენტობის გაძლიერებაზე კეთდება”- გენგეგმის მომზადება საფინალო ფაზაშია ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის შემუშავება 2024 წელს დაიწყო. შესაბამის დოკუმენტზე კომპანია “სითი ინსტიტუტ საქართველო” მუშაობს. ბორჯომის გენგეგმის პროექტის კოორდინატორი ანდრო ქორთუა “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ბორჯომის გენგეგმის კონცეფცია დამტკიცდა და საფინალო პროექტის მომზადება დაიწყო, რომელმაც ქალაქში განაშენიანების სტანდარტები უნდა დაადგინოს.