
დღეს, დილით სასტუმრო Telegraph-ის სახურავზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება უმოკლეს დროში მოხდა – ინფორმაციას ამის შესახებ სილქ ჯგუფში შემავალი კომპანია “სილქ დეველოპმენტი” ავრცელებს. კომპანიის განცხადებაში ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე არ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის სასტუმროს სარემონტო სამუშაოები შეუფერხებლად გრძელდება. “დღეს, დილით მშენებარე სასტუმრო Telegraph-ის სახურავზე მცირე ხანძარი დაფიქსირდა. ჩვენი უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების, კვალიფიციური პერსონალის და