
აშშ-მა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქება დაიწყო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სირიის წინააღმდეგ მოქმედი მკაცრი სანქციების ნაწილი დროებით გაუქმდა. სანქციები, რომლებიც 2019 წელს კონგრესის მიერ იქნა დაწესებული, ექვსი თვით შეჩერდება. შესაბამისი განცხადება ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა. უწყების განმარტებით, სანქციები შეწყდება ყველა იმ პირის მიმართ, ვინც საქმიან ურთიერთობას ამყარებს როგორც სირიელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ისე სირიის ცენტრალურ ბანკთან. გადაწყვეტილება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის