
„წელს მშობლები უფრო მეტს ფიქრობენ“ – როგორია კერძო სკოლებში მიმართვიანობა?
წლიდან წლამდე კერძო სკოლებში მიმართვიანობა იზრდება, თუმცა როგორც „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ დამფუძნებელი და დირექტორი „რედაქტ2-თან“ ინტერვიუში აცხადებს, ქვეყანაში არსებული ზოგადი ფონის გათვალისწინებით, კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში წელს მიმართვიანობის ზრდის ტემპი შენელებულია. როგორც გიორგი მელაძე ამბობს, მშობლები მეტს ფიქრობენ და მათი ნაწილი გრძელვადიანი ვალდებულებების აღებისგან თავს იკავებს. „ჩვენთან აქტიური სეზონია, ძირითადად დაკომპლექტებული ვართ, თუმცა მცირე რაოდენობით დარჩენილია.