
სომხეთის საზღვრისკენ საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა – ღირებულება ₾6.5 მლნ-
სომხეთის საზღვრის მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე გამოცხადდა. კერძოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ75+050-კმ84+150 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების, მდინარე ხევისწყალზე სახიდე გადასასვლელის მოწყობის (მისასვლელი გზებით) დარჩენილი სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი 10 აპრილს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 511 545 ლარს შეადგენს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, წინადადებების მიღება მიმდინარე