Instagram მომხმარებელთა ნაწილს პლატფორმაზე ხალხის მოსაზიდად $20 000-ს გადაუხდის

Instagram მომხმარებელთა ნაწილს პლატფორმაზე ხალხის მოსაზიდად $20 000-ს გადაუხდის

Instagram-ის ახალი, შეზღუდული სატესტო ფუნქცია მომხმარებელთა ნაწილს მაქსიმუმ $20 000-ის გამომუშავების საშუალებას ორი გზით აძლევს: 1. $100 ყოველ ახალ ანგარიშზე, რომელიც Instagram-ზე კონკრეტული ადამიანის ინდივიდუალური ბმულის გავლით დარეგისტრირდება. 2. $100 ყოველ 1000 ახალ მომხმარებელზე, რომლებიც პლატფორმაზე ნავიგაციისთვის არსებული მომხმარებლის პერსონალურ ბმულს გამოიყენებენ. ტექნოლოგიური გიგანტი Meta რეფერალურ პროგრამას ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე კვირაა ტესტავს. პროგრამის ხანგრძლივობა

Read More
საფრანგეთმა Telegram-ზე რუმინელთა წვდომის შეზღუდვა მოითხოვა – რას ამბობს დუროვი

საფრანგეთმა Telegram-ზე რუმინელთა წვდომის შეზღუდვა მოითხოვა – რას ამბობს დუროვი

Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სააგენტოს უფროსთან შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს. მისი განცხადებით, ნიკოლას ლერნერმა Telegram-ის დამფუძნებლისგან პლატფორმაზე რუმინელი კონსერვატების დაბლოკვა და მათი ხმის ჩახშობა მოითხოვა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რაზეც დუროვმა უარი განაცხადა. რუსი წარმოშობის დუროვი ამჟამად საფრანგეთის სასამართლო მეთვალყურეობის ქვეშაა. იგი პარიზის სასტუმროში რჩება, ვიდრე სასამართლო Telegram-ის საშუალებით ორგანიზებულ დანაშაულებს იძიებს. დუროვის თქმით

Read More
5 მაისიდან Skype არსებობას წყვეტს – რა გზა გაიარა პლატფორმამ აქამდე?

5 მაისიდან Skype არსებობას წყვეტს – რა გზა გაიარა პლატფორმამ აქამდე?

Skype, ან, როგორც თავდაპირველად უწოდებდნენ, Skyper – 2003 წელს, ნიკლას ზენსტორმმა და იანუს ფრისმა დააარსეს ხედვით, რომ კომუნიკაცია ყველასათვის უფასო და ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო. აპლიკაციის პროგრამულ უზრუნველყოფაზე ოთხმა ესტონელმა დეველოპერმა იმუშავა და მალევე შეიქმნა პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებებით და ხმოვანი ზარებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით აკავშირებდა, ტრადიციული სატელეფონო ქსელების გვერდის ავლით და, შესაბამისად, უფასოდ. სიმარტივემ

Read More
Youtube 20 წლისაა – როგორ გამოიყურება პლატფორმის ისტორია რიცხვებში?

Youtube 20 წლისაა – როგორ გამოიყურება პლატფორმის ისტორია რიცხვებში?

20 წლის წინ, 2005 წლის 24 აპრილს ახლად შექმნილ ვიდეო პლატფორმაზე მისმა თანადამფუძნებელმა ატვირთა 19-წამიანი ვიდეო, სახელწოდებით: “მე ზოოპარკში”. ასე დაიწყო იმ დროისთვის პატარა, დღეს კი ციფრული სამყაროს ერთ-ერთი ლიდერის, Youtube-ის ისტორია. ვიდეოგიგანტი, რომელიც 2006 წლიდან Google-ის მფლობელობაშია, 20 მილიარდზე მეტ ვიდეოს აერთიანებს. როგორც კომპანიის მიერ 20 წლის იუბილესთვის მიძღვნილ განცხადებაშია აღნიშნული, YouTube-ზე ყოველდღიურად 20

Read More
მასკმა X თავის AI კომპანიას მიჰყიდა – გარიგება $33 მილიარდადაა შეფასებული

მასკმა X თავის AI კომპანიას მიჰყიდა – გარიგება $33 მილიარდადაა შეფასებული

ილონ მასკის კომპანიამ xAI-მ ასევე ილონ მასკის სოციალური ქსელი X (ყოფილი twitter) შეიძინა გარიგებით, რომელიც X-ს $33 მილიარდად აფასებს და საშუალებას იძლევა, ხელოვნური ინტელექტის კომპანიის ღირებულება X-ის თანაინვესტორებს გაუზიაროს. შეთანხმება, სავარაუდოდ, ასევე მოიაზრებს X-ის ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტის, Grok-ის გაწვრთნას. “xAI-სა და X-ის მომავალი გადაჯაჭვულია. დღეიდან ოფიციალურად დავიწყეთ მონაცემების, მოდელების, გამოთვლების, ტალანტების კომბინირება. ახალი კომბინაციით xAI

Read More