
2 ივნისს, სტამბოლში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, კიევის დელეგაცია შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს და მას კვლავ თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ჩაუდგება სათავეში. „ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხალხი“, – დაწერა ზელენსკიმ საკუთარ ტელეგრამარხზე. პრეზიდენტის თქმით, უკრაინის პოზიცია რჩება უცვლელი: სრული