
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და გაემგზავრე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლ
იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სურთ, აქვთ შესაძლებლობა, მოიპოვონ საქართველოს ბანკის სტიპენდია და მიიღონ სწავლისა და ცხოვრების სრული დაფინანსება. გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი CHEVENING -ის პროგრამაში 10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორია. პროექტის ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ რჩეულს ასახელებს და მათ ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში