
მუნიციპალიტეტებისთვის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ₾89.3 მლნ
საქართველოში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 89 350 000 ლარამდე გაიზარდა, მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი კი გაფართოვდა. „ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული 29 აპრილის 715-ე განკარგულების მიხედვით, ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 იანვრის 186-ე განკარგულებაში. იანვრის ბოლოსთვის ანუ წლის დასაწყისისთვის მთავრობამ მხოლოდ 8 მუნიციპალიტეტისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის