
„პარკ ჰოტელმა“ სურამში სასტუმრო 2027 წლის თებერვლის ბოლომდე უნდა ააშენოს – მთავრობამ კომპანიას ვა
„პარკ ჰოტელმა“, რომელიც ბორჯომსა და წყალტუბოში სასტუმროებს ფლობს, დაბა სურამში, კონკრეტულად ჩუმათელეთში არანაკლებ 30-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა 2027 წლის თებერვლამდე უნდა ააშენოს, რისთვისაც არანაკლებ 3 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულებიდან ვიგებთ, რომლითაც „პარკ ჰოტელისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 დეკემბრის #2356 განკარგულებაში ცვლილებები