
ჯამური უნაღდო დანახარჯების უდიდესი წილი სურსათზე იხარჯება – TBC CAPITAL
2025 წლის აპრილში, თიბისის ბანკის არხებით, სურსათზე დახარჯულმა წილმა მთლიან უნაღდო დანახარჯებში 29% შეადგინა. ამის შესახებ TBC CAPITAL-ის კვლევაში წერია, რომელიც მომხმარებლის დანახარჯების დინამიკას ეხება. ანალოგიურ პერიოდში, რესტორნებზე დახარჯული წილი კი მთლიან უნაღდო დანახარჯებში 15%-ს გაუტოლდა. ამავე პერიოდში, თიბისი ბანკის არხებით, სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 28%-ით გაიზარდა. საშუალო ტრანზაქციის ზომა 17 ლარია, ხოლო სურსათსა და