
“ვმუშაობთ მორიგი ცრუ შეტყობინების ფაქტზე” – სუს-ი აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე
“ვმუშაობთ მორიგი ცრუ შეტყობინების ფაქტზე”, – ამის შესახებ Bm.ge-ს სუს-ში აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე უთხრეს, რომელიც თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის არსებობის საფრთხის შესახებ იუწყება. აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, ეს სავაჭრო ცენტრებია: “ისთ ფოინთი”, “გალერეა თბილისი” და “თბილისი მოლი”. საელჩო მოქალაქეებს, ამ ტერიტორიებზე მისვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.