
“აშშ-ს და ჩინეთს ერთმანეთისთვის ხელი ყელში აქვთ ჩავლებული” – ტარიფების ომის შესაძლო შედეგები
“ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა მსოფლიო ეკონომიკისთვის და კარგი ეკონომისტები ამას გრძნობენ” – ასე აფასებს ფინანსისტი ნიკოლოზ შურღაია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებულ “სავაჭრო ომს”, რომელიც მიმდინარე კვირაში ჩინეთისთვის 145%-იანი ტარიფის დაწესებით დაგვირგვინდა, თავის მხრივ კი ჩინეთისგან 125%-იანი იმპორტის გადასახადი მიიღო. BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” სტუმრობისას ნიკოლოზ შურღაიამ მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა