თეთრი სახლი განმარტავს, რატომ არ დაუწესდა ტარიფები რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას

თეთრი სახლი განმარტავს, რატომ არ დაუწესდა ტარიფები რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას

თეთრმა სახლმა ტრამპის გადაწყვეტილება, არ დაეწესებინა უნივერსალური ტარიფები ოთხ სახელმწიფოზე: რუსეთზე, ჩრდილოეთ კორეაზე, კუბასა და ბელარუსზე – ამერიკულ მედიასთან განმარტა. როგორც თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა The Hill-ს განუცხადა: “ოთხი ქვეყანა არ ექვემდებარება საპასუხო ტარიფების აღმასრულებელ ბრძანებას, რადგან მათ წინაშე უკვე დგას ექსტრემალურად მაღალი ტარიფები და შემოღებული და მოქმედი სანქციები უკვე ზღუდავს მნიშვნელოვან ვაჭრობას ამ ქვეყნებთან”.

Read More