
ტრამპის თქმით, შესაძლოა, აშშ-მა ჩინეთს ტარიფები შეუმციროს, თუ ეს TikTok-ის გასხვისებას დაეხმარება
პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, ByteDance-ის მიერ TikTok-ის ამერიკული კომპანიისთვის მიყიდვის ხელშესაწყობად, იგი ჩინეთისთვის ტარიფების შემცირებას განიხილავს. როგორც ტრამპმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, TikTok-ის გასხვისებასთან დაკავშირებული შეთანხმების მისაღწევად “ჩინეთს თავისი როლის შესრულება მოუწევს”. “იქნებ მათთვის ტარიფები შევამციროთ, ან რამე მსგავსი, რომ შეთანხმება მივიღოთ. TikTok-ი ნამდვილად დიდია, თუმცა ტარიფების თითოეული ასპექტი Tiktok-ზე ძვირი ღირს”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.