
“რუსთავი 2”-ის და “იმედის” საბიუჯეტო ვალი ₾42 მილიონია – რამდენია სხვა ტელევიზიების დავალიანება?
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ყველაზე დიდი დავალიანება სამთავრობო ტელეკომპანიებს – „რუსთავი 2“-ს და „იმედს“ აქვთ. როგორც BMG-ის მიერ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, მიმდინარე წლის აპრილის მდგომარეობით, ორი ტელევიზიის ძირითადი საგადასახადო დავალიანება 41,966,130.19 ლარია. კერძოდ, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს 25 070 949.47 ლარის საბიუჯეტო დავალიანება უფიქსირდება, ხოლო შპს „ტელეიმედს“ – 16 895 180.72 ლარი. თითქმის