
“მომართვიანობა 40%-ით შემცირდა” – ტექინსპექტირების ცენტრი “გივა” მიზეზებზე
“ბათუმში, ტექინსპექტირების ცენტრ “გივაში” გასულ წელთან შედარებით ავტომობილის ტექდათვალიერებაზე მიმართვიანობა 30-40%-ითაა შემცირებული”, – ამის შესახებ BMG-ს ცენტრის დირექტორი, გიორგი კენჭაძე ესაუბრა. მისი თქმით, შექმნილი ვითარება სექტორს საშუალებას არ აძლევს, განვითარდეს. ამასთან, კენჭაძემ მთავრობის მიერ, ტექდათვალიერების რეფორმის ფარგლებში მომსახურებაზე, 7 წლის წინ დაწესებული ფასების გადახედვის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ არსებობს სხვა სფერო, რომელსაც მომსახურების