
Google ტეხასის შტატს $1.4 მილიარდს გადაუხდის – დავა პერსონალურ მონაცემებს ეხება
Google-მა ტეხასის შტატისთვის $1.4 მილიარდის გადახდაზე თანხმობა განაცხადა – საქმე ეხება ბრალდებას შტატის მოსახლეობის პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დარღვევის შესახებ – ინფორმაციას ამის შესახებ შტატის გენერალური პროკურორი, კენ პაქსტონი ავრცელებს. მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის შენახვისთვის პაქსტონმა Google-ს 2022 წელს უჩივლა. პროკურორის განცხადებით, სასამართლოს განჩინება, რომელიც საძებო სისტემების გიგანტის წინააღმდეგ შედგა, მნიშვნელოვნად აღემატება ყველა სხვა განჩინებას, რომელიც Google-ის