
ჩინეთიდან აშშ-ში ტვირთის გადასაზიდად კონტეინერების ჯავშნებმა 277%-ით მოიმატა
ჩინეთიდან აშშ-ში ტვირთის კონტეინერმზიდი გემების დაჯავშნა მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ქვეყნებმა ტარიფებზე 90-დღიანი ზავი გამოაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ამან ჩინეთის პორტებსა და ქარხნებში საცობები გამოიწვია. ამერიკელი იმპორტიორები, რომლებიც აწარმოებენ ყველაფერს, დაწყებული სპორტულ ფეხსაცმლითა და დივნებით, სამშენებლო მასალებითა და ავტონაწილებით დამთავრებული, ტარიფების ხელახლა დაწესებამდე ჩქარობენ მარაგების შექმნას. ისეთ მსხვილ სავაჭრო პორტებში, როგორიცაა შენჟენის