კონგრესში MEGOBARI აქტის მიღება ნიშნავს, რომ “ოცნების” მოლოდინი ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ არ გამ

კონგრესში MEGOBARI აქტის მიღება ნიშნავს, რომ “ოცნების” მოლოდინი ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ არ გამ

„წარმომადგენელთა პალატის დონეზე “მეგობარი აქტის” მიღება ნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” მოლოდინი იმის შესახებ, რომ ისინი დაალაგებენ ურთიერთობას ტრამპის ადმინისტრაციასთან, ფაქტობრივად არ დადასტურდა“. პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია “საქმის კურსთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ ქვეყანა არ დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების ჩარჩოს ნაკლებად მოსალოდნელია, აშშ-მ რაღაც შეცვალოს საქართველოსთან მიმართებით. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო არ არის ტრამპის

Read More
აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “ამერიკის ხმის” თანამშრომლების სამსახურში აღდგენის ბრძანება დაბ

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “ამერიკის ხმის” თანამშრომლების სამსახურში აღდგენის ბრძანება დაბ

შეერთებული შტატების სააპელაციო სასამართლომ დაბლოკა გადაწყვეტილება, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას “ამერიკის ხმის” 1000-ზე მეტი თანამშრომლის სამსახურში აღდგენას ავალდებულებდა. მას შემდეგ, რაც მარტში, ტრამპის ბრძანებით “ამერიკის ხმის” თანამშრომლები ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს და ორ საინფორმაციო სამსახურს დაფინანსება შეუჩერეს, 22 აპრილს საოლქო მოსამართლემ ადმინისტრაციას დაავალა, მიეღოთ “ყველა საჭირო ზომა” რათა ამერიკულ მაუწყებელს დაებრუნებინა თანამშრომლები და კონტრაქტორები და აღედგინა სატელევიზიო

Read More
აშშ-ის სენატმა ტრამპის ტარიფების გაუქმების რეზოლუცია არ მიიღო

აშშ-ის სენატმა ტრამპის ტარიფების გაუქმების რეზოლუცია არ მიიღო

შეერთებული შტატების სენატმა უარყო არ მიიღო ორპარტიული ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ტარიფების დაბლოკვას ისახავდა მიზნად. სენატის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ფედერალური მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 3 წელიწადში პირველად, აშშ-ის ეკონომიკა 0.3%-ით შემცირდა, ტრამპის სატარიფო პოლიტიკის ფონზე. სენატში წარდგენილი რეზოლუცია მიზნად ისახავდა ტრამპის მიერ დაწესებული “საპასუხო”, საბაზისო 10%-იანი, 57 სავაჭრო პარტნიორისთვის კი უფრო მაღალპროცენტიანი ტარიფების

Read More

აშშ-ის სენატორისა და პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე ლინდსი გრემის თქმით, 72 სენატორი მზადაა, მხარი დაუჭიროს ინიციატივას, რომელიც რუსეთს ახალ “დამანგრეველ” სანქციებს, იმ ქვეყნებს კი, რომლებიც რუსულ ნავთობს, გაზსა და სხვა პროდუქტებს ყიდულობენ, ტარიფებს დაუწესებს – ამის შესახებ Bloomberg იტყობინება. სენატორის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასასრულებლად სერიოზულ მოლაპარაკებებში არ

Read More
ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის კლიმატის ანგარიშზე მომუშავე 400-ვე მეცნიერი დაითხოვა

ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის კლიმატის ანგარიშზე მომუშავე 400-ვე მეცნიერი დაითხოვა

ტრამპის ადმინისტრაციამ სამსახურიდან დაითხოვა იმ სამეცნიერო ანგარიშის ყველა, 400-მდე ავტორი და მეცნიერი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებზე კლიმატის ცვლილების გავლენას იკვლევს. ამის შესახებ CNN-ი კვლევის ავტორებისთვის გაგზავნილ მეილზე დაყრდნობით იტყობინება. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს, თავიდან აირიდოს კონგრესის მიერ მოთხოვნილი კლიმატის ანგარიშის გამოშვება, ან შექმნას ალტერნატიული კვლევა, რომლის შინაარსიც, სავარაუდოდ, უფრო სკეპტიკური იქნება კლიმატის მეცნიერების მიმართ.

Read More
ამერიკელთა 46% ცხოვრობს დასახლებებში, სადაც ჰაერის დაბინძურება კრიტიკულ ნიშნულზეა

ამერიკელთა 46% ცხოვრობს დასახლებებში, სადაც ჰაერის დაბინძურება კრიტიკულ ნიშნულზეა

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეთა 46% – 156 მილიონი ადამიანი – ისეთ რეგიონებში ცხოვრობენ, სადაც ჰაერის ხარისხი არაჯანსაღ ნიშნულზეა და ყველაზე დაბალ შეფასებას იმსახურებს – ამის შესახებ “ფილტვების ამერიკული ასოციაციის” ანგარიშშია საუბარი. ასოციაციის რიგით 26-ე ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში ჰაერის ხარისხი უარესდება. გასული წლის მონაცემებთან შედარებით, იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ჰაერის დაბინძურების მაღალი დონით გამორჩეულ დასახლებებში

Read More
მასკის DOGE-მა AmeriCorps-ს $400-მილიონიანი გრანტების გაუქმება დაავალა

მასკის DOGE-მა AmeriCorps-ს $400-მილიონიანი გრანტების გაუქმება დაავალა

ილონ მასკის ხელმძღვანელობით, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა AmeriCorps-ის განკარგულებაში არსებული $400-მილიონიანი გრანტის გაუქმების განკარგულება გასცა. ამის შესახებ Washington Post-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. AmeriCorps ფედერალური მთავრობის ეროვნული მომსახურებისა და მოხალისეობის სააგენტოა, რომელიც რამდენიმე ათეულ სექტორში, მათ შორის განათლებაში, სტიქიასთან ბრძოლაში და სხვა – მოხალისეობრივი სამუშაოებისთვის სტიპენდიას გამოყოფს. გაუქმებული გრანტი სააგენტოს 2025 წლის ბიუჯეტის 41%-ია და, როგორც

Read More

ლევან დავითაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ პრიორიტეტები სრულ თანხვედრაშია ტრამპის ხედვებთან და ამიტომ, თანამშრომლობის პერსპექტივები ძალიან დიდია. მან ამის შესახებ თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში “ქართული ოცნების” პირველმა ვიცე-პრემიერმა. ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრა თეთრ სახლში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში გამართა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ ასისტენტსა და უფროს დირექტორს ეროვნული უშიშროების საბჭოში

Read More
ჩინეთმა აშშ-დან ზოგიერთი პროდუქტის იმპორტზე ტარიფი გააუქმა – Reuters

ჩინეთმა აშშ-დან ზოგიერთი პროდუქტის იმპორტზე ტარიფი გააუქმა – Reuters

ჩინეთის გადაწყვეტილებით, ტრამპის საპასუხოდ აშშ-დან იმპორტზე დაწესებული 125%-იანი ტარიფები ზოგიერთ საქონელზე არ გავრცელდება – როგორც Reuters-ი იტყობინება, ქვეყნის მთავრობამ ბიზნესებს იმ პროდუქტების იდენტიფიცირება სთხოვა, რომლებზეც გადასახადების გაუქმება კრიტიკულად მნიშვნელოვანია: “ეს ჯერჯერობით ყველაზე მკაფიო ნიშანია იმისა, რომ პეკინს აღელვებს სავაჭრო ომით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა”, – წერს მედია. გამონაკლისის დაშვება, რასაც წინ უსწრებდა ვაშინგტონის მიერ ვითარების დეესკალაციის

Read More
ჰარვარდი ტრამპის ადმინისტრაციას უჩივის – რა ხდება?

ჰარვარდი ტრამპის ადმინისტრაციას უჩივის – რა ხდება?

ჰარვარდის უნივერსიტეტმა ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა – საქმე ეხება უნივერსიტეტისთვის მილიარდობით დოლარის ოდენობის ფედერალური დაფინანსების გაყინვას, რაც, ჰარვარდის ადმინისტრაციის მტკიცებით, უკანონობაა. საქმე ისაა, რომ ჰარვარდმა, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი უნივერსიტეტია, გასულ კვირას ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა. მაშინ ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ მიზანი სასწავლებელში კულტურული მრავალფეროვნების აქტივობების გაუქმება და ანტისემიტიზმთან ბრძოლა იყო. უარის საპასუხოდ

Read More