სასამართლომ ტრამპის მიერ კლიმატის გრანტების გაყინვა შეაჩერა

სასამართლომ ტრამპის მიერ კლიმატის გრანტების გაყინვა შეაჩერა

როდ-აილენდის საოლქო სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, გაეყინა მილიარდობით დოლარის ოდენობის გრანტები კლიმატთან დაკავშირებული პროექტებისთვის, რადგან გრანტის გაცემას, ბაიდენის პრეზიდენტობის დროს, კონგრესმა დაუჭირა მხარი. მოსამართლე მერი მაკელროიმ გამოსცა ბრძანება გარემოს დამცველი ჯგუფების სარჩელის საპასუხოდ, რომელშიც განმარტებული იყო, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკანონოდ ყინავდა უკვე გაცემულ გრანტებს, რომლებიც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას, დაბინძურების შემცირებასა და აშშ-ის ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას

Read More
TIME-ის 2025 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია ცნობილია

TIME-ის 2025 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია ცნობილია

ჟურნალ TIME-მა ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიური სია განაახლა. ჩამონათვალი, რომელშიც 100 ადამიანი ხვდება, იმათ აერთიანებს, რომლებიც გლობალურ წესრიგს ამკვიდრებენ და მის მომავალს განსაზღვრავენ. TIME 100-ში ხვდებიან როგორც პოლიტიკური ლიდერები, ასევე სპორტსმენები, არტისტები და ბიზნესმენები. წარმოდგენილი სექტორები მრავალფეროვანია. 2025 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის არიან ტრამპის ადმინისტრაციის 6 წარმომადგენელი, 16 კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორები და ბიზნესლიდერები.

Read More
დონალდ ტრამპის რეიტინგი უარესდება – რას აჩვენებს უახლესი გამოკითხვები

დონალდ ტრამპის რეიტინგი უარესდება – რას აჩვენებს უახლესი გამოკითხვები

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი აჩვენებს, რას ფიქრობენ ამერიკელები მის საქმიანობაზე. გასულ კვირებში ტრამპის სატარიფო პოლიტიკის გამკაცრებისა და საფონდო ბირჟებზე წარმოქმნილი ქაოსის გამო, ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის რეიტინგი უარესდება. ინაუგურაციიდან ორი თვის განმავლობაში ტრამპის მოწონების რეიტინგი სტაბილურ ნიშნულზე რჩებოდა და, პრეზიდენტობის ორივე ვადის გათვალისწინებით, პერსონალურ რეკორდსაც კი მიაღწია. მესამე თვიდან, როცა

Read More
რა არის საჭირო აშშ-ის OFAC-ის სიიდან სანქცირებული პირის ამოსაღებად?

რა არის საჭირო აშშ-ის OFAC-ის სიიდან სანქცირებული პირის ამოსაღებად?

დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნგრელი მაღალჩინოსანი, პრემიერ-მინისტრ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტალ როგანი სანქცირებულთა სიიდან ამოიღო – აღნიშნული უკვე აისახა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის (OFAC) სანქცირებულ პირთა ძებნის პლატფორმაზე, სადაც როგანი აღარ იძებნება. ანტალ როგანი ე.წ. მაგნიტსკის აქტით დასანქცირდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აშშ-ის შავი სიიდან სანქცირებული პირი ამოიღეს.

Read More
ჩინეთმა ავიაკომპანიებს აშშ-დან Boeing-ისა და მისი ნაწილების იმპორტი აუკრძალა

ჩინეთმა ავიაკომპანიებს აშშ-დან Boeing-ისა და მისი ნაწილების იმპორტი აუკრძალა

აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის 145%-იანი ტარიფების დაწესების საპასუხოდ, პეკინმა ჩინურ ავიაკომპანიებს დაავალა, Boeing-ისგან აღარ მიიღონ შემდგომი შეკვეთები – ამის შესახებ Bloomberg იტყობინება. გამოცემის ცნობით, 2025-2027 წლებში ჩინეთის TOP 3 წამყვან ავიაკომპანიას: Air China, China Eastern Airlines და China Southern Airlines, შესაბამისად, Boeing-ის 45, 53 და 81 თვითმფრინავი უნდა მიეღოთ. Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პეკინმა ჩინურ

Read More
ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტს $2.2 მილიარდის დაფინანსებას უყინავს

ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტს $2.2 მილიარდის დაფინანსებას უყინავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტს 2.3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფედერალურ დაფინანსებას გაუყინავს. მიზეზი გასულ კვირას უნივერსიტეტისთვის ტრამპის ადმინისტრაციის წაყენებული მოთხოვნა და გაგზავნილი სიაა, აღარ ითანამშრომლოს პროფესორებთან, რომლებიც „აქტივიზმის მიმართ უფრო ერთგულები არიან, ვიდრე განათლების მიმართ“, რაზეც უარი მიიღეს. „ანტისემიტიზმთან ბრძოლის გაერთიანებული სამუშაო ჯგუფი აცხადებს ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის 2,2 მილიარდი დოლარის გრძელვადიანი გრანტებისა და 60 მილიონი

Read More
ტრამპის პოლიტიკის გამო, Wood Mackenzie-მ აშშ-ის ქარის ენერგიის პროგნოზი 40%-ით შეამცირა

ტრამპის პოლიტიკის გამო, Wood Mackenzie-მ აშშ-ის ქარის ენერგიის პროგნოზი 40%-ით შეამცირა

ენერგეტიკის კვლევის ცნობილმა სააგენტო Wood Mackenie-მ აშშ-ის ქარის ენერგიის 5-წლიანი პროგნოზი 40%-ით შეამცირა, რის მიზეზადაც ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა და ეკონომიკასთან დაკავშირებული არასტაბილურობა დაასახელა. სააგენტოს პროგნოზით, 2029 წლის ჩათვლით შეერთებულ შტატებში ქარის ონშორული და ოფშორული ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 45.1 გიგავატით გაიზრდება. განახლებამდე, ეს საპროგნოზო მაჩვენებელი 75.8 გიგავატს აღწევდა იმავე პერიოდში. პროგნოზის თანახმად, აშშ-ში ელექტროენერგიის მოხმარება 2025-26

Read More
“აშშ-ს და ჩინეთს ერთმანეთისთვის ხელი ყელში აქვთ ჩავლებული” – ტარიფების ომის შესაძლო შედეგები

“აშშ-ს და ჩინეთს ერთმანეთისთვის ხელი ყელში აქვთ ჩავლებული” – ტარიფების ომის შესაძლო შედეგები

“ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა მსოფლიო ეკონომიკისთვის და კარგი ეკონომისტები ამას გრძნობენ” – ასე აფასებს ფინანსისტი ნიკოლოზ შურღაია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებულ “სავაჭრო ომს”, რომელიც მიმდინარე კვირაში ჩინეთისთვის 145%-იანი ტარიფის დაწესებით დაგვირგვინდა, თავის მხრივ კი ჩინეთისგან 125%-იანი იმპორტის გადასახადი მიიღო. BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” სტუმრობისას ნიკოლოზ შურღაიამ მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა

Read More
ტრამპის ტარიფი აშშ-ში სმარტფონების იმპორტზე აღარ გავრცელდება

ტრამპის ტარიფი აშშ-ში სმარტფონების იმპორტზე აღარ გავრცელდება

ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მკაცრი “საპასუხო” ტარიფები, რომელიც აშშ-მა 180-მდე ქვეყნიდან იმპორტზე დააწესა, სმარტფონებზე აღარ გავრცელდება. ამის შესახებ Financial Times-ი წერს. როგორც საბაჟოს და სასაზღვრო კონტროლის სამსახურის(რომელიც სატარიფო გადასახადების შეგროვებაზეა პასუხისმგებელი) განცხადებიდან ირკვევა, სმარტფონებზე, როუტერებსა და ზოგიერთ კომპიუტერ/ლეპტოპზე, გამონაკლისის სახით, ტარიფები (მათ შორის, ჩინეთისთვის დაწესებული ახალი 125%-იანი ტარიფი) აღარ გავრცელდება. ცნობისთვის, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა კვირის

Read More
რუსეთმა აშშ-ს “აეროფლოტზე” სანქციების მოხსნა სთხოვა – ლავროვი

რუსეთმა აშშ-ს “აეროფლოტზე” სანქციების მოხსნა სთხოვა – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, თებერვალში გამართულ შეხვედრაზე, რუსეთმა აშშ-ს მიმართა წინადადებით, მოხსნილიყო სანქციები რუსულ ავიაკომპანია “აეროფლოტზე”. მისივე თქმით, ჯერ შანსი არ მისცემია, რომ აშშ-ს ამ პროცესის წარმოებაზე დაჰკონტაქტებოდა, თუმცა აღნიშნა, რომ “აეროფლოტზე” სანქციების მოხსნა პრერეკვიზიტი იქნებოდა რუსეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების აღსადგენად. ლავროვის განცხადებით, ვაშინგტონთან კონტაქტი აჩვენებს, რომ “აშშ-ს აქვს დიალოგის

Read More