ჩინეთმა აშშ-ის წინააღმდეგ ტარიფები 125%-მდე გაზარდა

ჩინეთმა აშშ-ის წინააღმდეგ ტარიფები 125%-მდე გაზარდა

სატარიფო ომი გრძელდება. ჩინეთმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის “საპასუხო” ტარიფების საწინააღმდეგოდ, აშშ-დან იმპორტზე გადასახადი 84%-დან 125%-მდე გაზარდა – ამის შესახებ ჩინეთის ფინანსთა მინისტრის განცხადება დღეს გამოქვეყნდა. მინისტრის განცხადებით, ჩინეთის მხრიდან ეს ბოლო საპასუხო ნაბიჯია და თუ აშშ ტარიფს კიდევ ერთხელ გაზრდის, პეკინი ამას დააიგნორებს. “იმ შემთხვევაშიც, თუ აშშ ტარიფების ზრდას გააგრძელებს, ამას არავითარი ეკონომიკური აზრი

Read More

“ძალიან მინდა გითხრათ, რომ დონალდ ტრამპმა მთელს მსოფლიოს აჯობა. დამიჯერეთ, ამერიკელი ვარ და ჩემს პრეზიდენტს მხარს ვუჭერ, მაგრამ ეს არ მომხდარა”, – ასე ეხმიანება Fox Business-ის კორესპონდენტი ჩარლი გასპარინო ტრამპის მიერ ტარიფების 90 დღის დაპაუზების გადაწყვეტილებას. როგორც მან აღნიშნა, ტრამპის სატარიფო პოლიტიკას ერთადერთი დადებითი ის მოჰყვა, რომ თეთრ სახლში ამ პროცესებს ამიერიდან სკოტ ბესენტი უხელმძღვანელებს.

Read More
“[ტარიფების დაპაუზება] მნიშვნელოვანი ნაბიჯია გლობალური ეკონომიკის სტაბილიზაციისკენ” – ფონ დერ ლ

“[ტარიფების დაპაუზება] მნიშვნელოვანი ნაბიჯია გლობალური ეკონომიკის სტაბილიზაციისკენ” – ფონ დერ ლ

“მივესალმები პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას, საპასუხო ტარიფების დაპაუზების შესახებ. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გლობალური ეკონომიკის სტაბილიზაციისკენ”, – ასე ეხმაურება დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი. როგორც ის აღნიშნავს, ევროკავშირი აშშ-სთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს. “მკაფიო, პროგნოზირებადი პირობები კრიტიკულად მნიშვნელოვანი ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების ფუნქციურობისთვის. ტარიფები გადასახადებია, რომლებიც მხოლოდ ბიზნესებსა და მომხმარებლებს ვნებთ. სწორედ ამიტომ, მუდმივ ადვოკატირებას

Read More

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებით, კლიმატის ცვლილების კვლევასთან დაკავშირებით პრინსტონის უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტებს ადმინისტრაცია $4-მილიონიან დაფინანსებას უჩერებს. დეპარტამენტი აღნიშნულ პროექტებს განცხადებაში “ნარატივად” მოიხსენიებს და წერს, რომ კლიმატთან დაკავშირებული პროგრამები ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტებთან თანხვედრაში აღარაა. შესაბამისად, უნივერსიტეტს ამ მიმართულებით დაფინანსება 2025 წლის 30 ივნისიდან შეუწყდება. “პრინსტონისთვის” დაფინანსების შეწყვეტას წინ უძღოდა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გრანტების შემცირება ფედერალური სააგენტოებისთვის

Read More
როგორ ეხმაურებიან ტრამპის ახალ ტარიფებს მსოფლიო ლიდერები?

როგორ ეხმაურებიან ტრამპის ახალ ტარიფებს მსოფლიო ლიდერები?

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას – აშშ-ში იმპორტზე უნივერსალური ტარიფების დაწესების შესახებ, მსოფლიო ლიდერები აკრიტიკებენ და “მსოფლიო ეკონომიკაზე დარტყმას” უწოდებენ. საქმე ისაა, რომ ტრამპმა აშშ-ში ყველა პროდუქტის იმპორტზე უნივერსალური, 10%-იანი ტარიფი დააწესა, რომელიც ძალაში 5 აპრილიდან შევა. 60-მდე ქვეყანას კი აშშ-ის პრეზიდენტმა უფრო მაღალი გადასახადები დაუწესა, რომელიც 9 აპრილიდან ამოქმედდება. ტრამპის განცხადებით, ეს საპასუხო ნაბიჯია იმ უსამართლო

Read More
ჩინეთი შეერთებულ შტატებს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს

ჩინეთი შეერთებულ შტატებს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს

ჩინეთი პირობას დებს, რომ საპასუხო ზომებით უპასუხებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უნივერსალური ტარიფების დაწესებას. ტრამპის გადაწყვეტილებით, ყველაზე მაღალი 54%-იანი ტარიფი ჩინეთიდან ყველა ტიპის საქონლის იმპორტზე დაწესდა. აშშ-ის მხრიდან ეს ნაბიჯი ურთიერთობების გადახედვისთვის მზაობის გამოცხადებად და მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის სავაჭრო ომის ესკალაციის წინაპირობად შეფასდა. გავრცელებულ განცხადებაში ჩინეთის ვაჭრობის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა საპასუხო

Read More
ევროკავშირი აშშ-ის ტარიფებზე საპასუხო ნაბიჯებს გეგმავს

ევროკავშირი აშშ-ის ტარიფებზე საპასუხო ნაბიჯებს გეგმავს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული უნივერსალური ტარიფები მსოფლიო ეკონომიკაზე უდიდესი დარტყმაა და ევროკავშირი მზადაა, მიიღოს საპასუხო ზომები იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონთან მოლაპარაკებები ჩავარდა. ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი აშშ-ის მიერ ფოლადზე დაწესებული იმპორტის გადასახადისთვის საპასუხო ზომების მომზადების ბოლო ეტაპზეა. “და ახლა ვემზადებით დამატებითი საპასუხო ნაბიჯებისთვის, რათა დავიცვათ ჩვენი

Read More
ტრამპი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის დახურვაზე მიანიშნებს

ტრამპი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის დახურვაზე მიანიშნებს

პრეზიდენტ ტრამპის თქმით, თეთრ სახლში ილონ მასკის უფროსი მრჩევლის კარიერა, შესაძლოა, დასასრულს უახლოვდებოდეს. როგორც მან განაცხადა, მასკი თავისი კომპანიების მართვას უნდა დაუბრუნდეს და მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა, რომელსაც ბიზნესმენი ხელმძღვანელობს, შედეგი უკვე გამოიღო. “ვფიქრობ, რომ ის [მასკი] შესანიშნავია, მაგრამ ასევე მგონია, რომ დიდი კომპანიები აქვს სამართავი და, რაღაც მომენტში, მათ დაუბრუნდება. მას ასე სურს, თუმცა მე

Read More
ილონ მასკი მაისიდან აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს აღარ უხელმძღვანელებს

ილონ მასკი მაისიდან აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს აღარ უხელმძღვანელებს

ილონ მასკი მაისიდან აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელის პოზიციიდან გადადგომას გეგმავს. მასკის თქმით, თანამდებობას ის თავისი გადაწყვეტილებით ტოვებს. Fox News-თან ინტერვიუში მილიარდერმა ბიზნესმენმა განაცხადა, რომ DOGE-ის ხელმძღვანელის პოზიციაზე ყოფნისას “მთავრობაში რევოლუციას” ხელმძღვანელობდა. “ვფიქრობ, ძირითადი სამუშაოები იმისთვის, რომ საბიუჯეტო დეფიციტი $1 ტრილიონით შევამციროთ, მოცემულ დროში უკვე ჩავატარეთ. მთავრობა ეფექტიანი არ არის, ადგილი აქვს ფლანგვასა და

Read More
ტრამპის ტარიფების გამო, ყველაზე დიდი ზარალი Porsche-სა და Mercedes-ს მიადგებათ – Bloomberg

ტრამპის ტარიფების გამო, ყველაზე დიდი ზარალი Porsche-სა და Mercedes-ს მიადგებათ – Bloomberg

ტრამპის მიერ ავტოიმპორტზე ტარიფების დაწესება ყველაზე მძიმედ Porsche-სა და Mercedes-Benz Group-ზე აისახება, პოტენციური ზარალის მოცულობა კი $3.7 მილიარდია – ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება. ტრამპის მიერ დაწესებული 25%-იანი გადასახადი, რომელიც ძალაში 3 აპრილიდან შევა, Porsche-სა და Mercedes-ის 2026 წლის საოპერაციო პროგნოზირებულ შემოსავალს, სავარაუდოდ, მეოთხედით შეამცირებს. ზარალის შესამცირებლად კომპანიებს ფასების ზრდა ან წარმოების აშშ-ში გადატანა მოუწევთ. ტარიფები

Read More