
პუტინის შეკვეთით, დონალდ ტრამპს თავისი პორტრეტი საჩუქრად გადაეცა – ვის ეკუთვნის ნახატი?
კრემლი ადასტურებს, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეკვეთით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საკუთარი პორტრეტი საჩუქრად გადაეცა. როგორც პუტინის პრესსპიკერი პესკოვი აცხადებს, საჩუქარი ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ ვიტკოფს, მარტში მოსკოვში ვიზიტისას გადაეცა. პესკოვს პორტრეტის შესახებ დამატებითი დეტალები არ დაუზუსტებია. საჩუქრის შესახებ თავად ვიტკოფმა Fox News-თან ისაუბრა. მისი განცხადებით, ტრამპი “ძალიან ააღელვა ულამაზესმა ნახატმა”. “[მოსკოვში] მეორე ვიზიტი ძალიან