
ვაკეში საავტომობილო მოძრაობა 4 თვით შეიზღუდება
ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. სარეაბილიტაციო არეალი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს, შეზღუდვა კი 22 მაისის 00:00 საათიდან ოთხი თვის განმავლობაში იმოქმედებს. სამუშაოების მიმდინარეობის დროს, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთიდან, თამარაშვილის გამზირისა