
მიმდინარე ტურისტულ სეზონზე ვიზიტორთა 20%-ით ზრდას აფიქსირებს რაჭაში მდებარე საოჯახო ტიპის ტურისტული ობიექტი „კესანე – არ დამივიწყო“. კომპანიის დამფუძნებლის, გვანცა ყრუაშვილის თქმით, სეზონი პოზიტიური ტენდენციით დაიწყო და ტურისტული ნაკადების მატება, განსაკუთრებით უცხოელი ვიზიტორების მხრიდან, დააფიქსირეს. „სიმართლე გითხრათ, ნაკლებს ველოდით, თუმცა უკვე ვხედავთ, რომ დატვირთვა გაზრდილია. ეს გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ წლევანდელი წელი კიდევ უფრო წარმატებული