
მოკავშირეები უკრაინისთვის რეკორდული $23.8 მილიარდის სამხედრო დახმარებაზე შეთანხმდნენ
11 აპრილს გამართულ “უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის” შეხვედრიდან ცნობილი გახდა, რომ NATO-ს მოკავშირეები კიევისთვის $23.8 მილიარდის გრძელვადიან სამხედრო დახმარების გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Kyiv Independent დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივან ჯონ ჰეილიზე დაყრდნობით წერს. “ეს უკრაინისთვის რეკორდული სამხედრო დახმარებაა. 2025 წელი ამ ომისთვის კრიტიკული იქნება… ახლაა კრიტიკული მომენტი თავდაცვის ინდუსტრიებისთვის, სამხედროებისა და მთავრობებისთვის, რომ იმოქმედონ”