
როგორი შედეგით დახურეს უკრაინულმა კომპანიებმა 2024 წელი?
თუკი უკრაინის სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს დავუჯერებთ, გასული წელი უკრაინული ბიზნესისთვის წარმატებული იყო, რადგან კომპანიების ჯამური შემოსავალი 15%-ით გაიზარდა და 5.3 ტრილიონი გრივნა, ანუ $127.2 მილიარდი შეადგინა, რაც ქვეყანაში არსებულ 12%-იან ინფლაციაზე უკეთესი შედეგია. შარშან, უკრაინაში შემოსავლით ყველაზე დიდი კომპანიის ტიტული მილიარდერ რინატ ახმეტოვის ენერგეტიკულმა კომპანია “დი-ტრეიდინგმა” მიიღო, რომელმაც გაყიდვები 30%-ით გაზარდა, რითაც $5.2 მილიარდი გამოიმუშავა.