
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტამბოლში, უკრაინის და რუსეთის ოფიციალური პირების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა, 2 საათზე ნაკლებს გაგრძელდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული მხარე რუსულ დელეგაციას თარჯიმნის მეშვეობით ესაუბრა. შეხვედრის შედეგებზე ოფიციალური დეტალები უცნობია, თუმცა მედია სხვადასხვა წყაროს მოშველიებით ავრცელებს ინფორმაციას. უკრაინულმა დიპლომატიურმა წყარომ Sky News-ს განუცხადა, რომ რუსეთმა წამოაყენა “არარეალური” მოთხოვნები, რომლებიც სცილდება “ყველაფერს, რაც