
უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლების ვალდებულება კანონით განისაზღვრება
“ქართული ოცნების” პარლამენტის განათლების კომიტეტმა განიხილა და მხარი ერთხმად დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება სავალდებულო იქნება და ეს საკანონმდებლო ჩანაწერით განისაზღვრება. ინიციატივა საქართველოს მოქალაქეებს ნანა მაჭავარიანს და გიორგი გოგოლაშვილს ეკუთვნით. ინიციატივაში წერია, რომ ყველა უნივერსიტეტში არ არის სავალდებულო სახელმწიფო ენის სწავლება,ან სწავლების დაბალი დონეა, რის გამოც აბიტურიენტობის დროს შეძენილი ცოდნის განმტკიცება